ვაგნერის ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ – ზელენსკი

“ვაგნერის მებრძოლების ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კერძო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას აჯანყების შეჩერებასთან დაკავშირებით.

დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, საერთოდ არაფერს, უბრალოდ სრული ქაოსია. პროგნოზირებადობის სრული არარასებობა და ეს რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა იარაღით.

ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა რუსეთის ხელმძღვანელი მსოფლიოს 2021 წელს. მას ჰქონდა რაღაც ულტიმატუმები, ის ცდილობდა, რაღაც ძალის დემონსტრირებას.

2022 წელმა აჩვენა, რომ მას შეეშალა, თავისი ილუზიითა და სიცრუით, რომლითაც მას კვებავენ. ისინი იქ, კრემლში, მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ ტერორზე, ნებისმიერ სისულელეზე, თუმცა არ შეუძლიათ აუცილებელი კონტროლის ერთი პროცენტის უზრუნველყოფაც კი. სწორედ ისინი არიან – რეალური პრობლემა.

ერთ დღეში მათ დაკარგეს თავისი რამდენიმე ქალაქი და აჩვენეს ყველა რუს კრიმინალს, დაქირავებულ მებრძოლს, ოლიგარქს და ნებისმიერ სხვა, რამდენად მარტივია რუსული ქალაქების და სავარაუდოდ იარაღის არსენალების დაკავება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აჯანყებას აჩერებს. მისი თქმით, ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.

პრიგოჟინის განცხადებამდე, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს ესაუბრა. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოსგან შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share