“დეტალები არ ვიცი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, ზოგადად, ფაქტი, რომ მოქალაქეებზე თავდასხმები ხორციელდება, ძალიან დიდი შეშფოთების საგანია ყველასთვის და განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც ეს 90-იან წლებს ახსენებთ. ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა ამ პერიოდიდან გამოსულიყო. როგორც ვიცი, გარკვეულ საქმეებზე არიან დაკავებულები თავდასხმებში და ძალადობაში ეჭვმიტანილი პირები. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს უდგებიან სერიოზულად. ძალადობა არის დასაგმობი და ჩვენ ვგმობთ მას. ასევე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრები, ლიდერები, აქტიურად გმობდნენ ძალადობას. არ ვარ პიროვნება, რომელიც ცუდ სიტყვებს მოიხსენიებს, ბოლო 3-წლინახევრის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ ხალხის გაერთიანებას, პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას ქვეყნის კეთილდღეობისთვის.”
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება.