დასავლეთის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი კი უხვი ნალექია.
ხარაგაულთან მდებარე სადგურ მარელისში მეწყერი ჩამოწვა, მგზავრები ახლომდებარე სადგურიდან გამოიყვანეს. კომპანიის განცხადებით, ყველა მგზავრი საწყის რეისზე დაბრუნდება და მათ მგზავრობის საფასური აუნაზღაურდებათ.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის აღდგება სარკინიგზო მოძრაობა.