უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი დასანქცირდნენ. ფაქტს გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე.
“ამ ავიაკომპანიამ დააღალატა ქართული ბიზნესი. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ავიაკომპანიას, ან საავიაციო დარგს. საკითხი არის ძალიან რეზონანსული, მით უმეტეს, რომ ბრძანება თავად ზელენსკიც მიერ არის გამოცემული. როცა ყველა გაიგებს, რომ საქართველოში რომელიმე კოპანია არის დასანქცირებული უკრიაინის მიერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თანამშრომლობს რუსეთთან და არ არის კეთილგანწყობილი, სოლიდარული უკრაინისადმი. ყველამ იცის საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ამავე დროს ეს აღიქმება როგორც ხელისუფლების მიერ წახალისებული ქმედება. ანუ ამით ილახება არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ქვეყნის რეპუტაცია’, – განაცხადა რომან გოცირიძემ.