საქართველო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას ემორჩილება – გიორგი ზაქარაშვილის პირველი კომენტარი

საქართველო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას ემორჩილება – გიორგი ზაქარაშვილი ქვეყანას ტოვებს.  ზაქარაშვილის პირველ კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება.

დიპლომატი აცხადებს, რომ ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, რომელმაც თბილისში დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციების გამართვა სთხოვა.

გიორგი ზაქარაშვილი ყვება იმასაც, რომ მან შეხვედრაზე კოლეგებს შეახსენა, როგორ დაეხმარა ომში მყოფ ქვეყანას საქართველო:

“დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ ასაკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 

აღინიშნა, რომ ცხადია, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისათვის მათ შორის.” – აცხადებს ქართველი დიპლომატი გავრცელებულ აუდიოკომენტარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share