ჩაჩუტობა – ჯაშუშობა გურიაში

“მომყავს ბედაური ქორი, შეკაზმული ცხენი, მწევარ მეძებრები, გაბაწრული შენი მტერი და ჩაჩუტი” – ეს 1905 წლის ივერაში გამოქვეყნებული გურული ფეხადის საკალანდო მისალოცი სიტყვის ფრაგმენტი გახლავთ.
.
სიტყვა „ჩაჩუტი“ გურიაში თურქულიდან (casus – ჯაშუთ) შემოსულა. ჩაჩუტობა ანუ იგივე ჯაშუშობა გურიაში ისევე, როგორც ყველგან ადრინდელ საქართველოში დიდად სამარცხვინო საქმე იყო. ჯერ ჩაჩუტებს თურქებისათვის ამბის მიმტანებს ეძახდნენ – „აქაური თვარ ხავდა ჩაჩუტი, ისთე რა იცოდა თათარმა, ვინ წიეყვანა“ (გ. ხომერიკი). შემდეგ კი გურიის მოძრაობის პერიოდში (1902-1906 წელი) რუსეთის იმპერიასთან თანამშრომლობის ანუ ასე ვთქვათ „კოლაბორაციონისტობის“ სინონიმიც გახლდათ და ასეთ კაცს “სიკტილი” ანუ “ტყვიის დალევა” გამოწერილი ჰქონდა.
შეიძლება იყოს პალტო-(ი)ს ნაჯღაბნი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share