მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ხშირად წამაყვედრიან ხოლმე: მამაო, ცოტა სოდომ-გომორის ცოდვებზეც ისაუბრე ხოლმე, გვითხარი, რისთვის ამობუგა ღმერთმა სოდომელებიო. კი, ბატონო, ვისაუბროთ, ოღონდ მე ვინ ვარ?! ბიბლიურ ავტორიტეტს და დიდ წინასწარმეტყველ, წმინდა იეზეკიელს მოვუსმინოთ ბიბლიიდან. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ იეზეკიელმა ნამდვილად და ზუსტად იცოდა, რატომ დასაჯა ღმერთმა სოდომი და გომორი? მაშ, მოვუსმინოთ (მაშინდელ იერუსალიმს ეუბნება): …ეს იყო შენი დის, სოდომის დანაშაული: ამპარტავნება, ღორმუცელობა და უდარდელობა… ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე. (იეზ. 16, 49-50) დაგინომრავთ კიდევ ერთხელ ანუ ბიბლიის მიხედვით სოდომის ცოდვებია:1) ამპარტავნება2) ღორმუცელობა3) უდარდელობა4) ღარიბ-ღატაკის შეუბრალებლობა5) მედიდურობა და შემდეგყველა სხვა სისაძაგლის კეთება.კი, გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების წესიც მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე და მას სოდომური ცოდვა ჰქვია. მაგრამ მას ბიბლიის მიხედვით წინ უსწრებს ზემოთ ჩამოთვლილი 5 უმძიმესი ცოდვა. თუ თქვენ ხართ ამპარტავანი, გაუმაძღარი, უდარდელი, შეუბრალებელი და მედიდური, თქვენ ასევე სოდომის ცოდვებში ცხოვრობთ ანუ ხართ სოდომელი. როცა ზეციდან ცეცხლს ნატრობთ ვინმეს დასასჯელად, დაფიქრდით, საკუთარ თავზე ხომ არ მოიწევთ მაგ ცეცხლს? არცერთი არ გამძიმებთ ამ 5 სოდომური ცოდვიდან?“ – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.