ბროლის თასი და მედლები ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

7 – 9 ივლისს ქ. თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა.
დიდი დიღმის სათადარიგო სტადიონმა და მძლეოსნობის სასახლემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს( დიდები) უმასპინძლა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის სპორტსმენებმა.
ოზურგეთელებმა საერთო ჯამში სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოიპოვეს.
🥇საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ორი ოქრო სოფიკო შათირიშვილმა ბირთვის კვრასა (4კგ) და ბადროს ტყორცნაში მოიპოვა.
მწვრთნელები დავით მანთიძე, მარინე კოტრიკაძე
🥇🥉 ასევე საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქრო გოგა ჭიხვარიამ უროს ტყორცნაში ( 7კგ) ,
ხოლო ბრინჯაო ბადროს ტყორცნაში აიღო.
მწვრთნელები გივი ბედოშვილი მარინე კოტრიკაძე
🥈🥈 ქეთევან მამალაძე ბირთვის კვრაში(4კგ) ვერცხლის მფლობელი გახდა. ქეთევანმა ასევე ვერცხლი მოიპოვა ბადროს ტყორცნაში.
მწვრთნელები დავით მანთიძე, მარინე კოტრიკაძე
🥉ანა მგელაძე ბრინჯაოს ბირთვის კვრაში(4კგ) დაეუფლა.
 მწვრთნელი მარინე კოტრიკაძე
🥉 ასევე ბირთვის კვრაში ბრინჯაო აიღო გიორგი პაკელიანმა (7კგ)
მწვრთნელი მარინე კოტიკააძე
🥉 ხოლო ლუკა ჯაფარიძე ბრინჯაოს მფლობელი შუბის ტყორცნაში(800გრ) გახდა.
 მწვრთნლი მარინე კოტიკაძე
ოზურგეთის გუნდმა პირველ ლიგაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და მხოლოდ თბილისისა და ახალციხის გუნდებს ჩამორჩა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს და გუნდს ქულები შესძინეს დავით ხელაძემ, ქეთევან თევზაძემ, ლიზი ლომაძემ.
 ოზურგეთელები საბოლოო ჯამში ბროლის თასის მფლობლები გახდნენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share