“იმ რეფორმების წყალობით, რომელმაც ოთხი ტალღა გაიარა, პლიუს მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე უამრავი საპროცედურო ნორმა შეიცვალა, რამაც ადვოკატი და პროკურორი რეალურად თანასწორუფლებიან მხარედ აქცია სასამართლო დარბაზში, პროცესები გახდა გამჭვირვალე და რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ვთვლი, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უფრო კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
რა თქმა უნდა, ჩვენ მათზე ზრუნვას, სასამართლო ხელისუფლებაზე ზრუნვას, რეფორმებისა თუ ადმინისტრაციული პრაქტიკების გაუმჯობესების კუთხით, ვაგრძელებთ, მაგრამ, დაე, ნურავის ეწყინება, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე. ამიტომ პატივი ვცეთ ქართველ მოსამართლეებს, კეთილი ვინებოთ, ნუ შეურაცხვყოფთ ქართველი მოსამართლის შეურაცხყოფით ქართველ ხალხს. იმიტომ, რომ ეს ხალხი შეიძლება, არის ჩუმად, მაგრამ შეურაცხყოფას ისმენს და იმახსოვრებს. ჩვენ კი ვართ პარტნიორები, ამიტომ პარტნიორებს შორის უნდა მოვიქცეთ პარტნიორულად“,
განაცხადა თეა წულუკიანმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობასა და ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე ისაუბრა