„ბახმარო“ – ,,ბახვის მერე”

”ბახვის ხევი,, ანუ ,,ბახვის სახევისთავოზე,, საუბრობს ი. სიხარულიძე და ნ. ბერძენიშვილი. ,,ხევს,, – ,,ქვეყანას,, ძველ საქართველოში ტერიტორიული ერთეულის დასახელება
.
დავით კობიძის (ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) კვლევის (1953 წელი) მიხედვით დასახელება „ბახმარო“-ს პირველი ნაწილი ბახვისწყალთან და სოფელ ბახვთან არის დაკავშირებული. მდინარე ბახვისწყალი ჩამოედინება ბახმაროს ტერიტორიაზე, ხოლო ბახვი გურიის სოფლის სახელწოდებაა.
.
ასევე კობიძის აზრით დასახელების მეორე ნაწილი „მარო“ მიღებულია „მერეს“ სახეცვლილებით. „მერე“ გურიაში მდინარისპირას არსებულ ვაკე ადგილს ნიშნავს, აქედან გამომდინარე კობიძის აზრით მდინარე ბახვისწყლის ვაკეს წინათ ერქვა : „ბახვის მერე“, ამ დასახელებიდან „ვ“-ს ნათესაობითი ბრუნვის ნიშნის ამოვარდნის ნიადაგზე მივიღებული იქნა დასახელება „ბახმერე“, შემდგომი ფონეტიკური ცვლილებების შედეგად „ე“ „ა“-დ იქცა, ხოლო ბოლო კიდური „ე“ „ო“-დ შეიცვალა და ჩამოყალიბდა გეოგრაფიული სახელის საბოლოო ფორმა – „ბახმარო“. ამრიგად პროფესორი კობიძის დასკვნით – სახელი ბახმარო ქართული სიტყვიდანაა მიღებული და მას თურქულთან საერთო არაფერი აქვს, რაც ჩემი აზრით სრულიად საფუძვლიანია.
შეიძლება იყოს მთა, ღრუბელი and ნისლი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share