„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის კომენტარს გამოეხმაურა.
„და ახლა ისევ იმას ვამტკიცებთ, რომ ამათ სტატუსი უნდათ? თუნდაც “რაღაცის სანაცვლოდ”, “ბიძინა ევაჭრება”, “დათქმების გარეშე უნდათ” თუ სხვა ჩვენს მიერვე მოგონილი ვარაუდებით და ფორმულირებებით?
ყველაფერს იზამენ, რომ შემთხვევით ემანდ მართლა არ მივიღოთ. როგორც აქამდე აკეთებდნენ – როგორც კი შანსი გაჩნდებოდა და გაიჟღერებდა ევროსტრუქტურებში, მაინც მივცეთ მიუხედავად ყველაფრისაო, ყველა ასეთ შემთხვევაში მორიგი ანტიევროპული კატასტროფით კლავდნენ ამგვარ შესაძლებლობებს. ესეც მორიგი საბოტაჟია: პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, რუსული კანონი, რუსეთთან ფრენების აღდგენა, ახლა კიდევ ეს. კიდევ იზამენ, უარესსაც.
უნდა დავიჯეროთ ბოლობოლო, რომ არ უნდათ სტატუსი მიიღოს საქართველომ და სამწუხაროდ მიაღწევენ კიდევაც ამას. იანუკოვიჩივით ღიად უარს არ ამბობენ, უბრალოდ, ახსოვთ ის ამბები როგორ შემოუბრუნდა იანუკოვიჩს. ამიტომ აქეთ რომ გვითხრან უარი, იმას ჩალიჩობენ და წარმატებითაც.
რა ვიცი, მგონი ზედაპირზეა ეგ ამბავი და ვერ ვხვდები, რა არის ამაში დაუჯერებელი. არ შეიძლება ასე ცუდად იცნობდე მოწინააღმდეგეს, ვერასდროს ვერ დაამარცხებ“, – წერს გვარამია.