ფეისბუქ-ჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც რუსეთის ფედერაციის ნომრიანი ავტომობილი მოჩანს ქართული საშვით. ფოტოს მიხედვით, საშვის გამცემი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობაა“, თუმცა გადამოწმების შედეგად, ინფორმაცია არ დადასტურდა.
„განახლება: დაგვიკავშირდნენ მოძრაობიდან და გვითხრეს რომ ეს მათ მიერ გაცემულისაშვი არ არის, შესაბამისად ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს შესაბამისმა სამსახურმა
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.