რუსეთის 850 მოქალაქეს ამ წუთებში ბათუმიდან პროტესტით აცილებე – როდესაც დუმს ხელისუფლება, მოქმედებას იწყებს ხალხი.
დღეს აჭარაში სოჭიდან საკრუიზო გემით ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების გამაოგნებელი განცხადებები ისმოდა.
“აფხაზეთი ქართველებისგან გავათავისუფლეთ,” “თქვენ ჩვენი სახელმწიფო იყავით”, “რუსეთს საქართველო ოკუპირებული არ აქვს” – ამ ფრაზების ავტორები ვახტანგ გომელაურის პოლიციამ ბათუმშიც უპრობლემოდ შემოუშვა, და შემდეგ გასტრონომიულ ტურზეც წაიყვანა. ხელისუფლებამ დღეს ქართველების გენოციდის მხარდამჭერებს აჭარაში სეირნობის ნებაც კი დართო.
პროტესტის ეპიცენტრია საქართველოს დედაქალაქი – რუსთაველის გამზირზე რუსეთის დროშა დაწვეს.