დუმს ხელისუფლება, მოქმედებს ხალხი – რუსეთის 850 მოქალაქეს ბათუმიდან პროტესტით აცილებენ

რუსეთის 850 მოქალაქეს ამ წუთებში ბათუმიდან პროტესტით აცილებე –  როდესაც დუმს ხელისუფლება, მოქმედებას იწყებს ხალხი.

დღეს აჭარაში სოჭიდან საკრუიზო გემით ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების გამაოგნებელი განცხადებები ისმოდა.

“აფხაზეთი ქართველებისგან გავათავისუფლეთ,” “თქვენ ჩვენი სახელმწიფო იყავით”, “რუსეთს საქართველო ოკუპირებული არ აქვს” – ამ ფრაზების ავტორები ვახტანგ გომელაურის   პოლიციამ ბათუმშიც უპრობლემოდ შემოუშვა, და შემდეგ გასტრონომიულ ტურზეც წაიყვანა.   ხელისუფლებამ დღეს ქართველების გენოციდის მხარდამჭერებს აჭარაში სეირნობის ნებაც კი დართო.

პროტესტის ეპიცენტრია საქართველოს დედაქალაქი – რუსთაველის გამზირზე რუსეთის დროშა დაწვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share