სურების მოსახლეობამ ჰესების მშენებლობის მსურველი კომპანია ხეობიდან კიდევ ერთხელ გააძევა

ზემო სურების მოსახლეობამ შეხვედრაზე კომპანიას სს “სუფსა ენერჯის”  კიდევ ერთხელ უთხრა უარი  49 წლით ტყის გაყიდვასა და ჰესის მშენებლობაზე.

შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზემო სურების ცენტრში გაიმართა, ჰესების მშენებლობის მსურველი კომპანიის მფლობელმა, ლაშა იორდანაშვილმა ისე დატოვა, მის დასრულებასაც არ დაელოდა.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ბიზნესმენს რამდენიმე ისეთი ადამიანი ახლდა შეხვედრაზე, რომლებსაც არც სურებთან და არც მის კომპანიასთან არაფერი არ აკავშირებდათ.

იორდანაშვილი სურების მიდამოებში, მდინარე სუფსაზე – რამდენიმე წელია ჰესების კასკადის მშენებლობას ამაოდ ცდილობს, რადგან მისი ყოველი ამოსვლა, გურიის მთიანეთში, მოსახლეობის დიდ წინააღმდეგობას აწყდება.

გარდა ზემოთ დასახელებული კომპანიისა, ბიზნესმენი ლაშა იორდანაშვილი (რომელიც სხვათაშორის მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” შემომწირველია), კიდევ ათეულობით ბიზნესს ფლობს, მათ შორის:

 

კომპანიის დასახელება მონაწილეობის ფორმა შემოწირულებები საიდენტიფიკაციო კოდი
სს ონი კასკადი დირექტორი 402013904
შპს არეა პარტნიორი 426112716
შპს რეა დირექტორი 402162477
შპს მაღარო კაპიტალი პარტნიორი 402174295
შპს პერი ხელმძღვანელი-წარმომადგენელი 205080712
შპს ყაზბეგი ჰესი პარტნიორი 241495422
შპს სმარტვუდი პარტნიორი 405058556
შპს დარიალის ტერმინალი პარტნიორი 404949188
შპს ალაზანი ენერჯი დირექტორი 406186577
შპს თენ პარტნიორი 404891168
შპს ჰიდროენერჯი პარტნიორი 405074324
სს დარიალი ენერჯი დირექტორი (ყოფილი)

სურები 2 ჰიდროელექტროსადგური – ოფიციალური ინფორმაცია

სტატუსი მეორე ფაზა

სექტორი ენერგეტიკა (ჰესი)

ბიუჯეტი $ 12 მლნ

პერიოდი 30 წელი

„სურები 2 ჰესის“ პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 8.6 მგვტ., რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 47.1
მლნ.კვტ.სთ ელ.ენერგიის დამატებით წარმოებას. 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით (იმპორტი 1.6 მლრდ. კვტ. სთ), აღნიშნული პროექტის მიერ გენერირებული ელ.ენერგია ეკვივალენტური იქნება ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის ~ 3.2 %-ის.

ზოგადად, ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგეტიკული წყაროების ათვისება, რომლის პოტენციალიც საქართველოში საკმაოდ დიდია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფ მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მშენებლობის ეტაპზე და ოპერირების პერიოდში მოხდება სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. ამის გარდა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და გარემოზე დადებითი გავლენის სახით. პროექტის ოპერირების პერიოდში, ქონების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად შევა დაახლოებით 0.12 მილიონი დოლარი.

საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების ჯანსაღი და სწორი ათვისება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის (ენერგეტიკული სექტორი, რომელიც მადნეულზეა დამოკიდებული და ეს უკანასკნელი ქვეყანაში არ არსებობს, მნიშვნელოვანი ზეწოლაა ეკონომიკის განვითარებისათვის), ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის მიღწევას, მათ შორის: სიღარიბის დაძლევა, სუფთა ენერგია, ღირსეული სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, პასუხისმგებლიანი (გონივრული) მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა, პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share