შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-17 ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-17 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20-მდე ადამიანთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share