”ქოც-ხროვის დასასრულის დასაწყისი უნდა დადგეს” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ამ ქოც-ხროვამ უნდა გაასაჯაროვოს და უნდა ახსნან ის 70 მილიონი, რომელიც გამოიყო მაღალი ტექნოლობიებით აღჭურვილი გამაფრთხილებელი სისტემების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ეს ბოლო ცენტამდე უნდა იქნას გამოძიებილი. ჩვენ კი ვიცით ეს თანხები ტროლებს და ბოტებს მოახმარეს, ასევე არჩევნების გაყალბებაშიც. რაღაც ნაწილი კი რა თქმა უნდა, მღვდელთავრებმა როგორიცაა ბენტლები პრადოები და აიფონები, ეს ვიცით მაგრამ ამ ნაძირლებს თავისი პირით უნდა ვაღიარებინოთ, ეს არის ეხლა წინ წამოსაწევი თემა, ამათი დაუდევრობით შოვში ოჯახები ამოწყდა. ეს საპატიო  არ არის, ეს ტრაგედია ყველას ტრაგედიაა და ტკივილია, და ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, ეს ქუჩების და მნიშვნელოვანი ადგილების გადაკეტვით, დიდი პროტესტის გამოხატვის ფორმით უნდა ვაღიარებინოთ, ეს ამათი დასასრულის დასაწყისი უნდა გახდეს.”- წერს მაჩალიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share