გურულების მფარველი წმინდა ესტატე – სოფელ “მუხა ესტატე”-ს სახელწოდებასთან დაკავშირებით

1877 წლის 14 აპრილს რუსეთის არმიის ნაწილებმა გურიის მილიციასთან ერთად ბრძოლებით დაიკავა მუხაესტატეს სიმაღლეები. მაშინდელ რუსულ წყაროებში აღწერილია მუხაესტატეს და ხუცუბნის სიმაღლეები, მათ შორის საინტერესოა ინფორმაცია სოფელ მუხაესტატეს სახელწოდების წარმომავლობაზე, რომელიც ასახულია ალენ უილიამის ნაშრომში „ბრძოლა კავკასიისათვის“ – დასახელება მუხა-ესტატე ნიშნავს – “”წმინდა ისუტასის მუხას”, რომელიც არის გურულების მფარველი წმინდანი“ («Дуб Св. Юстаса», святого покровителя гурийцев).
.
საინტერესოა რომაელი მხედართმთავრის ევსტატე პლაკიდას (წმინდა იუსტასი) მოქცევის ისტორია, რომლის მიხედვითაც ნადირობისას ირემს დადევნებულმა ევსტათეს იმავე ირმის რქებში ჯვარზე გაკრული მაცხოვარი გამოესახა, რომელმაც ჰკითხა: – პლაკიდა რატომ მდევნი მე, მე ვისაც შენი გადარჩენა მსურს?
.
რის შემდეგაც ევსტათემ ქრისტე იწამა და ოჯახთან ერთად ქრისტიანად მოინათლა. ამის შემდეგ ერთ-ერთბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად იმპერატორმა მხედრთმთავარს ღმერთებისათვის ცხოველების მსხვერპლად შეწირვა დაავალა, რაც ევსთატემ არ გაკეთა. წარმართულ რიტუალზე უარის თქმის გამო იმპერატორის ბრძანებით იგი და მისი ოჯახი ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომებმა დაგლეჯის ნაცვლად ევსტატეს და მისი ოჯახის წევრებს მიუალერსეს.
.
შუასაუკუნეებში მართლმადიდებლურ ტაძრებში ესტატე გამოსახულია წმინდა გიორგის გვერდით. საქართველოში ევსტათი პლაკიდას ხილვაში ხედავდნენ მირიან მეფის გამოცხადებას, ამიტომ იგი ქართული სასულიერო ხელოვნების მნიშვნელოვანი თემა გახდა. ქართულ საეკლესიო რელიეფურ ქანდაკებაში მრავლადაა ნადირობის სცენები წმ. ევსტათი პლაკიდას იკონოგრაფიული სქემით – ერ მხარეს მხედარი მოზიდული მშვილდისრით ან შუბით ხელში, მეორე მხარეს კი დევნილი ირემი, რქებს შორის მაცხოვრის ან ჯვრის გამოსახულებით. საფარის მონატერში ულამაზესი ფრესკა ევსტატე პლაკიდასი, ასევეა ირემის რქებში გამოსახული მასცხოვრის ფრესკა. ოშკის ტაძრის გარე ფასადზე გამოსახულია ევსტატე პლაკიდას ნადირობის სცენა.
.
ამ მხრივ ასევე საინტერესოა ვახუშტისეული გურიის და იმერეთის დროშები, რომლებზეც იგივე სცენა უნდა იყოს გამოსახული.
.
Битвы за Кавказ [История войн на турецко-кавказском фронте. 1828–1921]. Аллен Уильям Муратов Павел Павлович
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share