1 გარდაცვლილი და 1 დაშავებული მუშა – უბედური შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე

უბედური შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე – მშენებლობაზე დასაქმებული 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილი მუშა ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი ქართველია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა საამქროში მოხდა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share