ტელეწაყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„ვაჟა ცეცაძის ინტერვიუ გავიდა ახლა ,, ფორმულაზე”. მთლიანად აღწერა, რაც ნახა. ვაჟა ცეცაძე პირველი იყო, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში შევიდა. მასთან ერთად კიდევ 5 ადამიანი, ვინც ასევე თავისით შევიდა, ეხმარებოდა ხალხს. ვინც მათ დაინახეს იმ კონკრეტულ არეალში, გადაარჩინეს. კონკრეტულ არეალში.
და რა ხდებოდა იმ დანარჩენ უზარმაზარ ტერიტორიაზე, სხვა ადგილებში, რომელსაც ვაჟა ცეცაძე და ის 5 ადამიანი ვერ გასწვდებოდა, ვის ხმასაც, თუ სხვებიც იყვნენ ცოცხლები, ვერ გაიგონებდნენ და ფიზიკურად ვერ დაინახავდნენ, რადგან მასშტაბური სივრცე, მთელი შოვი მოიცვა ღვარცოფმა. ან მანამდე რა ხდებოდა, ვიდრე ვაჟა ცეცაძე იმ კონკრეტულ მონაკვეთამდე მიაღწევდა ? რა ხდებოდა სხვა ლოკაციებზე ამდენი ხნის განმავლობაში ?
ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობს !
ხელისუფლება დღემდე დარწმუნებით გვიმტკიცებს, ვინც გადარჩა, გადარჩაო და ვინც ვერ გადარჩა, მაშინათვე დაიღუპაო ? რა იცის ხელისუფლებამ ? საიდან ასკვნის ? რას ეყრდნობა ? იქ იყო ? არ იყო“ – წერს სანაია.