ბახვი ჰესი – პასუხისმგებლიანი მმართველობა

კომპანია ბახვი ჰესი მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით და იმ რეგულაციების შესაბამისად მუშაობს, რომელიც აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, IFC-ისა და EIB-ის.

აღნიშნული რეგულაციები გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით ახალ, თანამედროვე სტანდარტს გვკარნახობს, რომელიც კომპანიას არაერთი შემარბილებელი ღონისძიების გატარებას აკისრებს. ასე მაგალითად, სოციალური საკითხების მიმართულება, რომლის აღსრულებაც ბახვი  ჰესისთვის მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების პრინციპებს ეფუძნება, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ სოფლებში სოციალური პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ამ მიზნის განსასაზღვრად, პროექტის მიმდებარედ არსებულ სოფლებში, კარდაკარის და სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციის  ფორმატით, არაერთი შეხვედრა  ჩავატარეთ. ბახვი 2 ჰესის  დაფარვის ქვეშ მყოფი სოფლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემშია, კერძოდ, მთისპირი, უკანავა, ოქროსქედი და ვანისქედი. შეხვედრების  მიზანი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და სოფლებში არსებული საჭიროებების კვლევა იყო. მოსახლეობასთან გულწრფელი დიალოგი გახდა საფუძველი ბახვი ჰესის სოციალურ პროგრამის. სწორედ, სოციალურ პროგრამაზე დაყდნობით შევიმუშავეთ სოციალური პროექტების ნუსხა, წარვუდგინეთ ის სოფელსა და მრჩეველთა საბჭოს. არაერთი განხილვის შემდეგ, პროგრამამ მიიღო საბოლოო სახე და ჩაიშალა სამოქმედო გეგმად.

ამჟამად პროგრამა, რომელსაც ბახვი ჰესი ახორციელებს, აერთიანებს 3 მიმართულებას. (1)საგანმანათლებლო, (2)ინფრასტრუქტურული და  შშმ პირების დახმარების და განვითარების  პროექტები. ვთანამშრომლობთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალები ქალებისათვის“.

ძალიან გვეამაყება ის რომ გურიის რეგიონით დავაინტერსეთ USAID და მის პროგრამებთან თანამშრომლობით გვაქვს ტურიზმის განვითარებისკენ მიმართული პროექტები. კერძოდ, საფეხმავლო ბილიკის შექმნა გომისმთა – ბახმაროში, რომელიც მოიზიდავს ჰაიკინგის მოყვარულ ტურისტებს გურიაში, ასევე სტუმარ – მასპინძლობის სექტორის გაძლიერება იმ სამოსახლოების დახმარებით და განვითარებით, რომლებიც გურიის ჩაის გზის მარშრუტზე გვხვდებიან, და თავად გურული ჩაის განვითარება ჩაის გზის ასოციაციის მხარდაჭერით და ენერგოეფექტური LED განათებების პროექტი ბახმაროში.

უნდა აღინიშნოს, რომ ის სოციალური პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ პროექტის მიმდებარე სოფლებში, ჩვენი  კეთილი ნებაა და ამას ვაკეთებთ მაღალი პასუხისმგებლობის კარნახით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან მდგრადი განვითარება და სარგებლის გადანაწილება ჩვენი ხედვის ამოსავალი წერტილია.

 

ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის მიმართულებები:

 

  1. განათლება – ბაღები და საჯარო სკოლები (მოსწავლეები, მასწავლებლები)
  2. განათლება – ბახვი ჰესის სტიპენდია (სტუდენტები)
  3. ინფრასტრუქტურა – გზები, წყლის სისტემა, ენერგოეფექტური სისტემების შექმნა
  4. ტურიზმი – ჩაის გზის პროექტი, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარება, საფეხმავლო ბილიკი
  5. განვითარება და ხელშეწყობა – შშმ პირები
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share