ბახვი 2 ჰესის პროექტმა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ უკანავასთან (დაცილება 2.8კმ), მდინარე ბახვისწყლის ხეობაში მდებარეობს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, 2023 წლის, 29 მაისს. პროექტზე მუშაობა კომპანიამ 2022 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც წინა მფლობელისგან სრულად გამოისყიდა იგი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პროექტის ძველ ვერსიას გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ჰქონდა, ახალმა მფლობელმა სრულად განაახლა პროექტი და თავიდან გაიარა სკოპინგისა და გზშ-ს ეტაპები, იმ მიზნით რომ პროექტი გამხდარიყო ტექნიკურად უფრო ეფექტური და გარემოსდაცვის კუთხით ზემოქმედების შედარების ნაკლები მატარებელი. ამჟამად კომპანია სამშენებლო ნებართვებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მზადების პროცესშია.
ბახვი 1 ჰესის პროექტზე განმახორციელებელმა კომპანიამ გზშ-ს ნებართვა 2022 წლის 27 ივნისს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ბახვი 2 ჰესის მენეჯმენტმა ითანამშრომლა როგორც ადგილობრივ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ დასავლურ კომპანიებთან.
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (ე.წ. “ფიზიბილითი”) მომზადდა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპული საკონსულტაციო კომპანია “აფრის” მიერ.
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა გერმანულმა კომპანია CSI – Caucasus Science E
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმუშავა „გამა კონსალტინგმა“.
- ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა საერთაშორისო, ევროპულმა კომპანია SLR-მა. კვლევაზე იმუშავა SLR-ის ბრიტანეთის ოფისის მთავარმა მკვლევარმა ნიკოლა ფოკსმა. SLR-ის მიერვე მომზადდა ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა და შესაძლო შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა.
- კლიმატის კვლევაზე იმუშავა ფრანგმა საერთაშორისო ექსპერტმა, კომპანია Alpage-ს დამფუძნებელმა და მთავარმა მკვლევარმა, პიერ ბიდერმანმა.
- კუმულაციური ზეგავლენის კვლევა ასევე, პიერ ბიდერმანმა და მისმა კომპანიამ მოამზადა. მანვე შეიმუშავა შემარბილებელი ღონისძიების ნუსხა და მათი შესრულების სამოქმედო გეგმა.
- ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზიც პიერ ბიდერმანმა და მისმა კომპანიამ მოამზადა.
- წავის პოპულაციის კვლევა ბახვი 2 ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე თბილისის ზოოლოგიური პარკის სამეცნიერო პროგრამების მენეჯერმა, ეკოლოგიის მაგისტრმა, ნიკო ქერდიყოშვილმა აწარმოა.
კოპმანიის გამჭვირვალობისა და ჩართულობისთვის პოლიტიკაზე დაყრდნობით, პერიოდულად გავრცელდება პრესრელიზები თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კვლევასთან დაკავშირებით. კომპანია, ინფორმაციას დაურთავს ყველა შესაძლო ბმულს, რათა სპეციალისტებმა და დარგის ექსპერტებმა, ინტერესის შემთხვევაში, მარტივად მოახერხონ ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებისა და მათი რეკომენდაციების გაცნობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „ბახვი 2“-ის მდ. ბახვისწყალზე „ბახვი 2 ჰესის” პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ნებართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5919
- https://nea.gov.ge/Ge/GZSH-Applications?Type=null&Title=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98+2 – სრული საქმის წარმოება ბახვი 2 ჰესის პროექტზე.
- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2536 დამატებით წარდგენილი დოკუმენტები
ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მდ. ბახვისწყალზე, 10,9 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი 1 ჰესის“ და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ. ნებართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/318
სრული საქმის წარმოება ბახვი 1 ჰესის პროექტზე: https://nea.gov.ge/Ge/Search?search=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98+1 –
ბახვი ჰესის მიზანია, განახორციელოს ბახვი 2 ჰესის პროექტი საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.