”ლანჩხუთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, ექვსი სახლი გაყიდულა რუსეთის მოქალაქეებზე ამ ერთ თვეში”

ბოლო რამდენიმე თვეა,  რაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეები აქტიურად შემოდიან და სახლდებიან. როგორც ხშირად სოციალურ  ქსელებში წერენ, საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში, რუსი ტურისტები  მიტოვებულ სახლებს ყიდულობენ. სწორედ ამ თემის შესახებ წერს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა:

“როგორც მეუბნებიან,გურიის მაღალმთიან სოფლებში რუსები მასიურად ყიდულობენ წლობით მიტოვებულ სახლებს.ლანჩხუთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, ექვსი სახლი გაყიდულა რუსეთის მოქალაქეებზე ამ ერთ თვეში(სოფელს შეგნებულად არ ვასახელებ). არ ვიცი, სოფლებში სახლების ყიდვა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არც იმაში ვარ დარწმუნებული,  რომ ეს ადამიანები უბრალოდ აღფრთოვანებულები არიან ამ სოფლების ადგილმდებარეობით და ბუნებით და მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ ამ სახლებს.მე უფრო სხვა რამ მგონია მიზანი და სულაც არ ვფიქრობ, რომ მყიდველები უბრალო ადამიანები არიან” – წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share