ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
რისთვის ყიდულობენ რუსები აქ ბინებს, სახლებს?
ახლა უკვე მიწის ნაკვეთებსაც ყიდულობენ (ქართველები სტატუსს უცვლიან, რომ გაყიდონ. ახლა ხელს არ უშლის სახელმწიფო. მანამდე სტატუსის შეცვლა რომ მოგენდომებინა, გაგაწამებდა ბიუროკრატია, რადგან ვიღაცებს თავისთვის უნდოდათ, ფასს უგდებდნენ, იაფად ყიდულობდნენ და ახლა ძვირად გაყიდიან. ახლა მიდის გრიალით სტატუსის ცვლილება)
რა გგონიათ, ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი ყველა კუთხეში – გინდ თბილისში, გინდ ბათუმში ?
რესტორნები, სასტუმროები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერს ხელში ჩაიგდებენ.
მათ მეტი ფული აქვთ, ვიდრე ქართველებს.
ვიღაცებს რომ ტურიზმი ეგონათ ომის დაწყებიდან პირველ თვეებში, ის თურმე ოკუპაცია ყოფილა ? უი, მართლა ? ახლა მიხვდით ?
ხელისუფლებაში ისედაც რუსები არიან და დავალებას ასრულებენ. მათთან არა მაქვს პრეტენზია, გარკვეულია ყველაფერი, თავის სამშობლოს ემსახურებიან და ფულს აკეთებენ. აი, სხვები, რომლებიც ჯერ კიდეც ვერ ხვდებიან ან ხვდებიან და თვალს ხუჭავენ, მალე კარგად გაიცნობენ რუსებს” – წერს სანაია.