ხალხი რომელიც გვაძლიერებს – ერთი დღე ბახვი ჰესის ოზურგეთის ოფისში

ბახვი ჰესის ოზურგეთის ოფისი 2021 წლის ივნისში გაიხსნა და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს. ოზურგეთის ოფისში სულ 16 ადამიანი მუშაობს, აქედან 10 დასაქმებული ადგილობრივია, ხოლო 6 მივლინებულია თბილისიდან. კომპანიის მიზანია, რეგიონში  გააკეთოს ტრანსფერი მართვის თანამედროვე სტანდარტების, სიახლეებისა და ევროპული მიდგომების. სწორედ ამიტომ, ოზურგეთში ოფისის არსებობას და მეტწილად ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას, რეგიონის განვითრების  დატვირთვა აქვს. კომპანია მუდმივ რეჟიმში ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებზე, მათ სწავლებასა და განვითარებაზე. ასევე, რეგიონში მაღალი სტანდარტის დანერგვაზე, რათა ადამიანებმა რომლებიც დღეს ბახვი ჰესის გუნდში მუშაობენ, სამომავლოდ გამოიყენონ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, არ დატოვონ საკუთარი სახლები და ადგილზე ჰქონდეთ მუშაობის საშუალება.  თუმცა, ამასთანავე, თანამშრომლების მხრიდანაც მნიშვნელოვანია იმ პრინციპების და კრიტერიუმების გაზიარება და დაცვა, რომლებიც შესაბამისობაში მოდიან ბახვი ჰესის ინვესტორებისა და მენეჯმენტის ორგანიზაციულ ხედვასა და დასაქმების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან. კომპანიამ შეიმუშავა დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოზე იქნაბ განხილული და დამტკიცებული. დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტის უმთავრესი პრინციპია, შრომის უსაფრთხოების ყველა არსებული ზომის დაცვით, სარგებლის გაზიარება გურიის იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც პროექტის განხორციელების არეალის სიახლოვეში ცხოვრობს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და შესაბამისად,  გურიის რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ბახვი ჰესში ადგილობრივი მოსახლეობის შერჩევისა და დასაქმების პროცესი შემდეგი პრინციპებით იმართება: კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა, დისციპლინა და შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. განსაკუთრებულად მკაცრად კი, დისციპლინა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა კონტროლდება და ფასდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share