რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, მარგარიტა სიმონიანის სახლთან, ბოლო ერთ კვირაში დრონი უკვე მეორედ ჩამოვარდა. ინფორმაციას მასზე დაყრდნობით რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
“ჩვენს სახლთან უკვე მეორედ ბოლო ერთ კვირაში, ჩამოვარდა დრონი. მინდა გითხრათ, რომ ხმამაღლა ვარდება”, – თქვა მან.
ის ასევე ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მოსკოვზე შეტევებს უკრაინული მხარე აწყობს იმისთვის, რომ ხალხი “პანიკაში ჩავარდეს” და რუსეთის პრეზიდენტს “სპეცოპერაციის” შეწყვეტა მოსთხოვოს. მისი თქმით, ეს “ტიპური ხელწერაა”, თუმცა მათი ეს განზრახვა ვერ შესრულდება.
“ჩვენ უკან კი არ დავიხევთ, ამ შემთხვევაში საერთოდ ტორმუზი გაგვიფუჭდება და ერთი პედალი – გაზი დაგვრჩება”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის რაიონში ორი დრონი 21 აგვისტოს ჩამოაგდეს, სადანაც ერთ-ერთი მარგარიტა სიმონიანის სახლთან ჩამოვარდა