ქორწილების გამართვაზე არსებული რეგულაცია, სავარაუდოდ, მარტიდან შემსუბუქდება

ქორწილების და ქელეხების გამართვაზე არსებული რეგულაცია, სავარაუდოდ, მარტიდან შემსუბუქდება.

bm.ge-სთან შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე უწყებათშორისი საბჭო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

ინფორმაციისთვის, მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დიდი ღონისძიებების გამართვის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ორჯერ მიიღო. ბოლოს გიორგი გახარიას პრემიერობოის დროს, 2020 10 სექტემბრიდან გადაწყდა, რომ ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს. შეზღუდვა ეხება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვასაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის შემთხვევაში გამოყენებულია ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირის მიმართ 2000-ლარიანი, იურიდიული პირის მიმართ კი 10 000-ლარიანი ჯარიმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share