შარაშიძე – გვარის შესახებ შემოქმედის გულანიდან

გურიაში გადმოსული შერვაშიძეები (შარვაშიძე) ისტორიულ დოკუმენტებში შარაშიძეებად მოიხსენიება, ამის ნათელი მაგალითად შემოქმედის გულანის 1685 წელთან დაკავშირებული შემდეგი მინაწერი – „აქა ჯუმათელი შარაშიძე მიიცვალა“. გულანში მითითებული შარაშიძე გახლავთ ჯუმათელი ეპისკოპოსი მაქსიმე II შარვაშიძე (1677-1685), რომელიც ასევე „დიდი ჯუმათელის“ სახელით იყო ცნობილი და ფაქტია, რომ გულანში შერვაშიძე მოხსნიებულია შარაშიძედ.
.
ასევე გურიაში ხალხშიც შერვაშიძეებს მოიხსნიებდნენ შარაშიძეებად, რისი დასტურიცაა გრიგოლ იმნაიშვილის მიერ გურიაში 1961 წელს ჩაწერილი გადმოცემა – „აფხაზეთის მეფე ჰამუდბეი შარაშიძის“ შესახებ (აფხაზეთის უკანანსკელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა) იგივე ჰამუთ-ბეი). ამ შემთხვევაშიც ხალხურ გადმოცემაში შერვაშიძე შარაშიძედ იხსენიებენ.
.
აფხაზეთიდან გურიაში გადმოსული შერვაშიძეები არიან გურიის ერისთავები, ასევე ამავე გვარის განაყოფია ბუკისციხესა და დაბლაციხეში მცხოვრები შარაშიძეები, რომლებიც ასევე აფხაზეთიდან გადმოსული შერვაშიძე (ჩაჩბა) შთამომავლები არიან.
.
წმინდა გიორგი – შემოქმედის გულანის გვერდი
დიმიტრი ბაქრაძის მიხედვით შემოქმედის ეკელსიაში ინახებოდა – შემოქმედის გულანი, რომელიც 1004 ძალზედ სქელ ფურცელს შეიცავდა, წიგნი იწონიდა ზუსტად ორ ფუთს. გულანი მოიცავს ფერადი საღებავებით შესრულებულ წმინდანთა ხატებს. გულანში არსებული მინაწერები მოიცავს მე-16 მე-18 საუკუნის ამბებს.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share