გრენლანდიური ვეშაპი ქობულეთში

ძველი გაზეთების დათვალიერებისას ქობულეთში მომხდარ ერთ უცნაურ შემთხვევას გადავაწყდი, კერძოდ გაზეთ ,,კავკაზის,, (Кавказ) ცნობით 1880 წლის 21 აპრილს, წმინდა ნიკოლოზის სიმაგრის სამხრეთით, მდინარე ჩურუკ-სუს შესართავთან რუს ჯარისკაცებს თოფების ზალპით ვეშაპი მოუკლავთ.
.
ამავე ინფორმაციით ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი გამოუწვევია და ბათუმიდან ქობულეთისაკენ 200 კაცი თბომავალ „სინოპით“ მოკლული ვეშაპის სანახავადაც გამგზავრებულა .
.
ამავე ნომერში ამ შემთხვევას არც თუ ისე დამაჯერებლად მიიჩნევდნენ და ირონიულად გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება დიდი ზვიგენი ან დელფინი ყოფილიყო, ხოლო სიტუაციაში კარგად გარკვევის შემდეგ სულიად შესაძლებელია იხვი ყოფილიყო.
.
თუმცა ამავე გაზეთის შემდგომ ნომერში უკვე გადამოწმებული და გენერალ კომაროვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ვეშაპი სავარაუდოდ 5 თვისა უნდა ყოფილიყო. ასევე გაზეთი სრული სერიოზულობით აქვეყნებს ვეშაპის მოგზაურობის მარშრუტს გრენლანდიიდან ქობულეთამდე.
.
ვეშაპის სიგრძე 14 არშინი (დაახლოებით 10 მეტრი) ყოფილა, ბათუმის ოლქის უფროსს დიდი სურვილი ჰქონია ვეშაპი ჩაეტანა თბილისში ან ოდესაში, მაგრამ ამასობაში სალდათებს ვეშაპისათვის ფარფლები, კუდი და ულვაშები დაუჭრიათ და 12 ფურგონი ქონიც აუღიათ. ვეშაპის კუდი რვა სალდათს გაჭირვებით აუწევია, ხოლო ულვაშების სიგრძე ¾ არშინი (50 ს/მ) ყოფილა.
.
Кавказ №1880 – N109
Кавказ №1880 – N114
შეიძლება იყოს ნაცრისფერი ვეშაპი and ცელნამგალა ვეშაპი გამოსახულება
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share