ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პოლიტიკა – საბავშვო ბაღთან თანამშრომლობა

ბახვი ჰესი 2021 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მთისპირის საბავშვო ბაღთან. კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტები ვრცელდება როგორც საჯარო სკოლის მოსწავლეებზე, ასევე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე.

2021 წელს სრულად განახლდა საბავშვო ბაღის სათამაშოების კოლექცია;
2021 წელს სრულად განახლდა საბავშვო ბაღის ჭურჭელი;
კომპანიამ საბავშვო ბაღისთვის შეიძინა ფართოეკრანიანი სმარტ ტელევიზორი;
კომპანიამ ხელმისაწვდომი გახადა ინტერნეტი და ყოველწლიურად იხდის ინტერნეტის გადასახადს;
2022 წელს კომპანიამ, სიმღერის გაკვეთილების ხარისხიანად ჩატარების მიზნით, შეიძინა და საბავშვო ბაღს გადასცა ელექტრო პიანინო;
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ჩატარდა საახალწლო ზეიმი;
საბავშვო ბაღის მასწავლებლები უკვე ორი წელია იღებენ მონაწილეობას კომპანიის მიერ მასწავლებლების გადამზადების პროგრამაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share