ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ , გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის:
თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, სპექტაკლში ,,3+3″ (ავტ. მანანა დოიაშვილი, რეჟ. იოანე (ვანო) ხუციშვილი.
ხოლო თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არაუმეტეს 30 წლის): ციცი ბუცხრიკიძე, ჩეტის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში ,,3+3″ (ავტ. მ.დოიაშვილი, რეჟ. იოანე (ვანო) ხუციშვილი.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა.