“მისი პირადი არჩევანია, მაგრამ ამას გამართლება არა აქვს”-სააკაშვილი ნინო ანანიაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში გადასვლასა და იქ საბალეტო დასის ხელმძღვანელობაზე შეფასებას აკეთებს: “ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს ქვეყანაში, ხალხი იხრჩობა ვალებში, დაკარგეს სამსახურები, საზღვარგარეთაც ვეღარ მიდიან…საქართველოს გარკვეული ნაწილი აქვს ოკუპირებული რუსეთს და მე გული მისკდება ამაზე. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე არასდროს არ დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც ხალხი 50 წუთი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. ეს ყველაფერი ასეა, ეს არის მისი პირადი არჩვანი, მაგრამ ამას გამართლება არა აქვს”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share