კნუტ ჰამსუნი საქართველოზე: „ეს აღთქმული ქვეყანაა“ 2 მაისი, 2019 საქართველოზე არაერთ ცნობილ უცხოელ მწერალსა თუ პოეტს აქვს დაწერილი, რომ ის განსაკუთრუბელია. შტეფან ცვაიგი – ავსტრიელი მწერალი: „ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი შეხვედრია თავის ლაშქრობებში და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული ზეგავლენის ქვეშ… ეს ქვეყანა დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩაკარგული. მას სახელი გაუთქვამს თავისი ძლიერებით თუ ლეგენდებით და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის“.კნუტ ჰამსუნი – ნორვერგიელი მწერალი: „ეს აღთქმული ქვეყანაა… აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი“. ლევ ტოლსტოი – რუსი მწერალი: „ჩემი განზრახვა, ჩამოვსულიყავი საქართველოში, იყო ზეგარდმო მადლი და მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს; ვგრძნობ, საქართველოში უკეთესი გავხდი“. ალფრედ რამბო – ფრანგი პოეტი: „საქართველომ წარსულში დიდი საქმე გააკეთა და დიდი წინააღმდეგობა გამოიჩინა მონგოლთა და მაჰმადიანთა შემოტევების დროს, მტკიცე ზღუდეობა გაუწია ევროპას. უბედურს ევროპას. რადგანაც ეს უკანასკნელი კარგად ვერ იცნობდა საქართველოს“. ბერნჰარდ შტერნი – გერმანელი სწავლული: „საქართველო საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორია, კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით. რომანტიკული ციხესიმაგრეებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მთელი ისტორიული ტრადიციებით“. ბორის გრეინშპოლი – გერმანელი მეცნიერი: „ქართველებმა დედამიწაზე პირველებმა მოაშინაურეს ცხენი და როგორც ჩანს, ავსტრიამდე მივიდნენ, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2800 წელს, შექმნეს ბადენური კულტურა. როგორც ჩანს, ქართველები იყვნენ ლეგენდარული ტროელებიც, თუმცა, მათგან დღეს მხოლოდ ერთი ხალხი დარჩა – ქართველები…“