ქარსაფარი ზოლები და მევენახეობა

ქარსაფარი ზოლები და მევენახეობა
მევენახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლის განაშენიანება ზვრებთან.
ტყის ზოლები ვენახში ასრულებს წყლის ეროზიისაგან დაცვის როლს.ამიტომ მის სტრუქტურაში უნდა სჭარბობდეს ტყის ისეთი ჯიშები, რომელთა სიმაღლე 1.5- 2 მეტრით არ უნდა აღემატებოდეს ვენახის სიმაღლეს.
ქარიან ადგილებში რეკომენდირებულია შეიქმნას წყლის მარეგულირებელი მაღალი ტყის ზოლები ( ქარსაფარი), რომელიც შეიძლება შედგებოდეს როგორც მაღალი ხეების, ისე ბუჩქნარული სახეობებისა. როგორ გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ვენახის გასწვრივ?
წყლის მარეგულირებელი მწვანე ზოლი ვენახში იგეგმება კვარტლების გრძელი მხრის გასწვრივ, ფერდობის გარდიგადმო.
ზოლის გაშენება ფერდობის დახრის მიმართულებით შეუძლებელია, რადგან ეს გამოიწვევს წვიმისა და სხვა ზედაპირული წყლების დინების კონცენტრაციას ერთ ან ორ ზოლში, რაც პროვოცირებას უკეთებს ეროზიულ პროცესებს.
რეკომენდაცია რამდენიმე სახის ქარსაფარი ზოლისა:
1. წყლის ნაკადის მარეგულირებელი ბუჩქნარი ზოლები ეწყობა მთელ სიგრძეზე, გარე გზებსა და ფართობის გასწვრივ 5-7 მ. სიგანის.( ჟოლო ან მოცხარი)
2. მეორე კატეგორია ხემცენარეები: ალვის ხე, აკაცია, ცაცხვი.
3. ქარიან ადგილებში რიგების მიმართულება უნდა კვეთდეს ქარის მიმართულებას. ასეთ შემთხვევაში ნიადაგის გამოშრობის რისკი შემცირებულია.
4. სწორ, ვაკე ადგილებზე ქარსაფარი ზოლი უმჯობესია განლაგდეს ჩრდ-სამხრეთით, რომ მთელი დღე საუკეთესო განათება იყოს.
5. მცირე დახრილობის ფერდობზე, მწვანე ზოლის რიგები უნდა განლაგდეს ფერდობის გარდიგარდმო, რაც გამორიცხავს ნიადაგის ჩამორეცხვას, აჩერებს ტენს და აადვილებს ვენახის დამუშავებას. წყარო: მევენახეობა, გოცირიძე, გუდაბრელიძე, თბილისი 2009 წ.
პროექტს “აქტიური ქალები უკეთესი გარემოსთვის” ახორციელებს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”, ქალთა ფონდი საქართველოში მხაედაჭერით
   
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share