ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გაყიდვას ეხმაურება და წერს:
”ჩოხატაურის მერიას გადაწყვეტილი აქვს,სრულიად უკანონოდ,ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი,ნაცვლად იმისა,რომ მოაწყოს და ჩოხატაურელების საყვარელ სივრცედ აქციოს,როგორც ამას ნოდარ დუმბაძე იმსახურებდა,ნაცვლად ამისა, ამ სივრცის გასხვისებას გეგმავენ.
დავიწყოთ იქედან,რომ სკვერი,ბაღი,ტროტუარი და ა.შ მუნიციპალიტეტს ესაჭიროება საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისათვის და მისი გასხვისება(განკერძოება)კანონითაა აკრძალული.ეს სამართლებრივი მხარე.რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მორალურ მხარეს,აქ კიდე უარესი.გურია და ჩოხატაური თუ ვინმესთან ასოცირდება ეს სწორედ ნოდარ დუმბაძე და ანა კალანდაძეა,რომლის ბიუსტიც ამავე სკვერში დგას და მგონი ეს ორი ეპოქალური პიროვნება,მეტ პატივსცემას და სიყვარულს იმსახურებს ჩვენგან!
იმედი მაქვს,თავად ჩოხატაურელებსაც ძალიან მძაფრი და კატეგორიული პოზიცია ექნებათ,ამ საკითხთან მიმართებაში და ამ პოზიციას ისინი საჯაროდაც დააფიქსირებენ. და ბოლოს,საინტერესოა, ნოდარ დუმბაძის შვილის პოზცია ამ საკითხთთან დაკავშირებით,რომელსაც უკვე სამმაგი პასუხისმგებლობა გააჩნია მსგავს საკითხებთან დაკავშირებით: 1) როგორც გურულს და როგორც ნოდარ დუმბაძის შვილს 2)როგორც საქ.პარლამენტის წევს და უკვე 3) როგორც მწერალთა სახლის ხელმძღვანელეს.ველით მის საჯარო პოზიციას!!!” – წერს ასკურავა.