“ოპოზიცია ამ ყველაფერს ფარცხალაძის პრიზმაში უყურებს, არადა საფრთხე უფრო დიდია”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
პოლიტოლოგის თქმით, “ქართული ოცმება” შეშინებულია, რადგან კარგად იცის, რომ მის ორბიტაზე “სულ ფარცხალაძეები არიან”.
გია ხუხაშვილის თქმით, პოტენციური საფრთხის წინაშე “ქართული ოცნების” ყველა წევრი დგას.
ოპოზიცია ამ ყველაფერს ფარცხალაძის პრიზმაში უყურებს. სინამდვილეში, ხელისუფლების უფრო ფართო პრობლემა უნდა დაენახა ოპოზიციას. ხელისუფალმა უფრო დიდი საფრთხე დაინახა, გამომიდინარე იქიდან, რომ მის ორბიტაზე სულ ფარცხალაძეები არიან, რომლებიც ქმნიან ამ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხელისუფალი მართავს ქვეყანას, და მათ ყველას გაუჩნდათ საფრთხე. თუ ფარცხალაძის თემა მარტივად გადაწყდა და შეიქმნა სერიოზული პრობლემები, ამ შემთხვევაში, ისინი სვამენ კითხვას, ჩვენ როგორ დაგვიცავთ? რადგან გამომდინარე იმ ფორმულირებიდან, რაც ფარცხალაძის დასანქცირებას განმარტებითი ბარათის სახით ახლდა, პოტენციურად შეიძლება, რომ ნებისმიერი ქართული ოცნების სპიკერს შეეხოს – აღნიშნა ხუხაშვილმა.