“ევროკომისია ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას, რომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებაზეა დაფუძნებული, რომ ისინი აკვირდებიან რეკომენდაციების შესრულებასა და გადაწყვეტილებას ამაზე დაყრდნობით მიიღებენ. დიახ, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ვფიქრობ, საქართველო საბოლოოდ კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არა იმიტომ, რომ ეს მთავრობამ დაიმსახურა, არამედ იმიტომ, რომ ასეთია პოლიტიკური ვითარება ახლა ევროპაში. ევროკავშირი იაზრებს, რომ ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და საქართველო პროცესის მიღმა არ უნდა დატოვონ”, – განაცხადა მან.
დღეს იოზვიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისია გაფართოების ანგარიშებს, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა – ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.