გურიის მოამბე

არჩილ ხოფერია – ჯერ გალიდან გამოაგდეს , მერე ტორეცკიდან , და ვინ იცის ხვალ ეგებ აქედანაც მოუწიოს წასვლა

როგორ და სად შეხვდა, უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია, აფხაზეთიდან, გალიდან დევნილ ქართველს ფრონტისპირა ქალაქში:
“დონეცკის ოლქის ერთ ქალაქში ვარ ამჟამად , ნუ დავალებით).წუხელ ჩამოვედით. დილას რამეს ვიყიდით მეთქი. არაჟნის გამყიდველს ხურდა არ ქონდა, მოშორებით ორნი იდგნენ, სლავებს არ ჰგავდნენ , მივედი მეც .კარტოფილს და ნესვს ყიდდნენ. ფული მივაწოდე .ნესვს ვიყიდი და ამასაც გაუსწორდით მეთქი. გავსწორდით და მერე ვეკითხები ერთს სომეხი ხარ მეთქი? არაო აზერბაიჯანელი ვარო ეს ქართველიაო, მეორეზე. ვა მეც ქართველი ვარ მეთქი. ხელი ჩამოვართვი . საიდან მეთქი გალიდანო.იმ მეორეს ფულს ართმევს და ჯიბეში მიკუჭავს…გარშემო ყველას უხარია ვატყობ აზერს , არჟნის გამყიდველს და მე ყველაზე მეტად …
მერე გაირკვა რომ ბედიიდან ყოფილა და როცა ვუტევდით მის სახლში ვარ შენავარდნი სადაც აფსუებს ახალმოხარშული წაბლი დარჩათ და გოჩა მომიკლეს კვირკველია …ასეა ეს ცხოვრება.. ჯერ გალიდან გამოაგდეს , მერე ტორეცკიდან , და ვინ იცის ხვალ ეგებ აქედანაც მოუწიოს წასვლა..ვიცი ბოლო კაპიკი მოიკლო და მე მომცა …
ისიც ვიცი სისხლი რაც ჩემი ქვეყნისთვის დამიღვრია ალალია ასეთ უბრალო ქართველებზე…”  წერს არჩილ ხოფერია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights