საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც აქვს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან პრობლემები – არ მიკვირს – ვიოლა ფონ კრამონი

არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პროგრესით, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ასე ეხმაურება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაციას.

“არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრესით, არამედ ისე ჩანს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც აქვს ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან პრობლემები.

არ მიკვირს”, – წერს ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share