1905 წელს აჯანყებული გურიის რაზმები არამარტო გურიაში არამედ მთელს საქართველოში მოქმდებდნენ, ხშირი ყოფილა მათი მიწვევა სხვადასხვა ქალაქებსა და მხარეებში მიტინგების და გამოსვლების დასაცავად. ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინდელი ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელკი წერს, რომ 1905 წლის 15 ოქტომბრიდან აჯანყებული გურულების რაზმები მთელს ქუთაისის გუბერნიაში თავისუფლად მოქმედებდნენ. („Гурийские дружины начали гулять по всей губернии, в Гурии началась бойня войск и полиции и подготовлено было провозглашение республики”)
.
ამ მხრივ ასევე საინტერესოა ვლადიმერ მაიკოვსკის მოგონებები, რომელშიც იგი წერს, რომ 1905 წელს მამამ სოფლიდან მატარებლით წაიყვანა ქუთაისში გიმნაზიაში შესაყვანად, იმავე მატარებლით ქუთაისში მიასვენებდნენ ცნობილი რევოლუციონერის საბა კლდიაშვილის ცხედარს. კლიდიაშვილის დასაფლავება ქუთაისში დიდ დემონსტრაციაში გადაზრდილა, რომელსაც გურულების რაზმი იცავდა – „ჩემი ყურადღება მიიპყრო წითელი რაზმეულის მებრძოლებმა, რომლებიც შემოსილნი იყვნენ გურული ჩაქურებით, მკერდზე ჯვარედინად გადაწყობილი პატრონტაშებით.“ („Внимание мое захватили бойцы красного отряда, одетые в гурийские чакуры с перетянутыми на груди крест-накрест патронташами“).
.
1905 წლის დეკმებრში თბილისში გამოსვლები მზადებოდა და გურულებისათვის დახმარება უთხოვიათ. ამ საკითხთან დაკავშირებით თენგიზ ჟღენტს ჩაწერილი აქვს ნატანების და სუფსის გაერთიანებული წითელი რაზმის წევრის ლადიკო კვაჭანტირაძისაგან შემდეგი – რაზმს ნატანების თემიდან ხელმძღვანელობდა ალთიმოზ გობრონიძე, ხოლო სუფსის თემიდან თომა ბოლქვაძე, რაზმის ძირითადი ფუნქცია გურიაში არსებული რკინიგზის კონტროლი ყოფილა – „წითელ რაზმს ჰქონდა თავისი ფორმა წითელი „ჟილეტკა“, შავი ჩაქურა და თოფი ხელში“.
.
თბილისელების დასახმარებლად ნატანების სადგურიდან რაზმი 20 დეკემბერს მატარებლით გამგზავრებულა – „სპეციალური მატარებლით გავემგზავრეთ თბილისს, ყველა სადგურებში რაზმელები გვემატებოდა, ნატანებიდან გავედით 10 საათზე დეკემბრის 20“. რაზმელებს გზაში გაუგიათ, რომ თბილისში დემონსტრაცია დაურბევიათ, ხოლო მცხეთასთან რკინიგზა აყრილი ყოფილა, რის შემდეგაც უკან გურიაში გამობრუნება და იქ გამაგრება გადაუწყვეტიათ.
.
– Маглакелидзе С. В. Владимир Александрович Старосельский: Документы и материалы (1969)
– Маяковский в воспоминаниях родных и друзей (1968)
– თენგიზ ჟღენტი – 1905 წელი გურიაში (1927)
– ნახატი დიმიტრი გორდელაძე – ნასაკირალი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა