ამ მარაზმს, აფხაზების და ქართველების სიკვდილი ერქვა, რომელიც მხოლოდ რუსეთს და  მის აგენტებს სურდათ – სულაშვილი

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი ნანა ჯანელიძის ფილმის „იარე ლიზა“ შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„”იარე, ლიზა!” – ციტატა ფილმიდან:

💬 “ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის… როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი… ჩვენ გმირები არ ვიყავით…” /ლიზას ქმარი/

პ.ს. დიახ, ჩვენ ხშირად გვისველდებოდა შარვალი. გვისველდებოდა ძირ-გავარდნილი ბოტასები და ძუნძგლიანი ქურთუკები…

გვეძინა წვიმაში, თოვლში, ყინვაში და ზოგჯერ ჭირივით გვძულდა მზე, რომელიც დაუნდობლად გვწვავდა.

ეს არ იყო ჯარი და ომი… ეს იყო ერთი დიდი ქაოსი სადაც ჟურნალისტი, იურისტი, მსახიობი, ექიმი, მეწაღე, ხაბაზი, “ხადავშიკი”,  მღებავი, აგრონომი, პოეტი, თუ  მუსიკოსი ერთად იბრძოდა.

დიახ, ჩვენ ხშირად გვისველდებოდა შარვალი, მაგრამ არასოდეს ვიფსამდით…

ჩვენ თვალებიც გვისველდებოდა… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ომიდან უკან მობრუნებულებს, რიკოთის აქეთ, მოლხენილი და ღრეობაში მყოფი საქართველო გვხდებოდა…

დიახ, ეს არ იყო ომი! ეს იყო საშინელი მარაზმი, სადაც ვიღაცა სიცოცხლეს კარგავდა და სადაც, ვიღაცა მილიონებს პოულობდა…

ამ მარაზმს, აფხაზების და ქართველების სიკვდილი ერქვა, რომელიც მხოლოდ რუსეთს და  მის აგენტებს სურდა…

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share