გია ხუხაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ნდობით არჭურვილი პირი იყო, დღეს პირდაპირ ამბობს, რომ გაპრეზიდენტებიდან მეორე დღესვე ივანიშვილმა მარგველაშვილს შეუთვალა, რომ მისი დავალებების შესრულება მოუწევდა. მარგველაშვილის უარის და პროტესტის შემდეგ კი ოლიგარქსა და მთავარსარდალს შორის ურთიერთობაა დაიძაბა.
”ბიძინა ივანიშვილმა არა ამ კონკრეტულ საკითხზე, არამედ, პრაქტიკულად, მარგველაშვილის არჩევიდან მეორე დღესვე მას დაუსვა საკითხი ასე, რო შენ ხარ გარკვეულ ვერტიკალში, ახლა შენ მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონია შენი თავი?! შენ ხარ გარკვეულ ვერტიკალში, ამ ვერტიკალში ვიღაც არის X პირი, რომლის მეშვეობითაც მე შენ მოგცემ დავალებებს. მე ვისაც გეტყვი, ის იქნება ჩემი ფოსტალიონი, რომელიც ჩემს დავალებებს მოგიტანს და შენ უნდა შეასრულო. გიორგიმ უთხრა, რომ თუ შენ მთავაზობ ეგეთ ურთიერთობებს, მე ასეთ ურთიერთობებზე ხელს არ მოვაწერ ა ამიტომ მე მზად ვარ, გადავდგე, იმიტომ, რომ მე ეგრე ვერ ვიმუშავებ. სისტემის შიგნით ნებისმიერი ადამიანისგან უბრალო კამათსაც კი ბიძინა იმ პერიოდში, სამწუხაროდ, უკვე აღიქვამდა როგორც მტრობას და როგორც ღალატს. დღემდე ასეა. იმიტომ არის დღეს სტერილური რომ გახდა ყველაფერი, რომ დაგინების მეტი არარაფერი იციან. ღარიბაშვილს არც მაშინ ჰქონია ინიციატივა საკუთარი და არც დღეს აქვს. ის არის ბიძინას დავალებების შემსრულებელი და მეტი არაფერი” – ამბობს ხუხაშვილი.
შუშისს სასახლის ინტრიგები საჯაროზე დავით უსუფაშვილმა გამოიტანა. პარტია “ლელოს” ლიდერი “რეაქციიისთვის” მიცემულ ინტერვიუში დახურული შეხევდრის დეტალებს ყვება. იხსენებს პერიოდს, როცა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდან წასული იყო, თუმცა მაინც შეეძლო, პრეზიდენტი ცალკე ოთახში გაეყვანა და თანამდებობიდან წასვლაში დაერწმუნებინა.
უსუფაშვილი იხსენებს მოტივსაც. როგორც გაირკვა, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მაშინ საკუთარ პოლკიტიკურ როლებზე ვერ შეთანხმდნენ.