”მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში.”
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა.
დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა მიმდინარეობდა. იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.