“წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის… ეს არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუკტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე.
სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება, – წერს მიხეილ სააკაშვილი.