სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

კომპანია “სოკარის” ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება.

“მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა.კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი” – წერს კომპანია.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე 6 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share