გლოვის სიმბოლოდან ბედნიერების სიმბოლომდე: როგორ იქცა თეთრი კაბა საქორწილო ტრადიციად

დღეს თეთრი კაბა პატარძლის იმიჯის მთავარ ატრიბუტად ითვლება. მაგრამ რამდენიმე საუკუნის წინ, იგი არა ბედნიერების, არამედ გლოვის სიმბოლო იყო.
ადრე ევროპაში თეთრი მწუხარების ფერად ითვლებოდა. ამიტომ მგლოვიარე ქალებს ხშირად თეთრ ქალბატონებს ეძახდნენ. საქორწილოდ კი ყველაზე კაშკაშა ფერებს ირჩევდნენ. მონარქები და სამეფო ოჯახის წევრები უპირატესობას წითელს ანიჭებდნენ, კაბას კი მაქმანებითა და ძვირფასი თვლებით ამშვენებდნენ.
თეთრი სადედოფლო კაბის მოდაში შემოღება კი დედოფალ ვიქტორიას სახელს უკავშირდება. პრინც ალბერტთან ქორწილისას, ახალგაზრდა დედოფალმა კრემისფერი აბრეშუმის კაბა აირჩია. კაბის შერჩევისას ალბათ

ვერც წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე ათწლეულში ეს სტილი ევროპული საქორწინო მოდის კლასიკა გახდებოდა.

 

თეთრი საქორწინო კაბის განსაკუთრებული სტატუსის გამყარებას მოგვიანებით ჰოლივუდის ვარსკვლავები დაეხმარნენ. 1956 წელს გრეის კელი მონაკოს პრინცზე ქორწინებისას აბრეშუმისა და მაქმანის თეთრი საქორწილო კაბით წარსდგა.

შეუძლებელია არ გავიხსენოთ ოდრი ჰეპბერნის Balmain-ის თეთრი კაბა.

1981 წელს მილიონობით მაყურებელი თვალს ადევნებდა პრინცი ჩარლზისა და ლედი დაიანა სპენსერის საქორწილო ცერემონიას, დაიანას დევიდ და ელიზაბეტ ემანუელის შექმნილი სპილოს ძვლისფერი აბრეშუმის კაბა ეცვა.

დღეს თეთრი საქორწილო კაბა უკვე ტრადიციად იქცა. მართალია, ბევრი უარს ამბობს ამ ტრადიციის დაცვაზე და უპირატესობას უფრო კაშკაშა და მონოქრომულ ფერებს ანიჭებს, მაგრამ დედოფლების უმეტესობას საკუთარი ქორწილის მაინც თეთრ კაბაში აღნიშვნა ურჩენია.

marao.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share