2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც კატარში მიმდინარეობდა, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
36-წლიანი ლოდინის შემდეგ, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა. პირველი მსოფლიო თასი ქვეყანამ 1978 წელს მოიგო, მეორე კი -1986 წელს, ლეგენდარულ მარადონასთან ერთად.
“ჩვენ შევძელით ჩვენი მოსახლეობა გაგვეხარებინა და მათ ჩვენით ეამაყათ, როცა ფილმ “როკის” უყურებ, გინდა, რომ მხარი როკი ბალბოას დაუჭირო, ჩვენ ამ მსოფლიო ჩემპიონატის “როკი” ვიყავით”, – აღნიშნა მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ.
მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატზე
ფეხბურთელთა საოცარი თამაშის გარდა, გულშემატკივრებმა კიდევ ერთ ისტორიულ მომენტს ადევნეს თვალი. სტეფანი ფრაპარტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქალი არბიტრი იყო. მას მატჩის განსჯაში ბრაზილიელი ნეუზა ბეკი და მექსიკელი კარენ დიასი ეხმარებოდნენ.
მესის ბოლო “ცეკვა”
“ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა, დარწმუნებული ვიყავი. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა. ეს უდიდესი ოცნება დიდი ხანია მაქვს, მინდოდა, კარიერა მსოფლიო ჩემპიონობით დამესრულებინა”, – განაცხადა მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ.
მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პირველად ეს ტუტული მან 2014 მოიპოვა.