ჩეხეთი უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების სასწრაფოდ დაწყებას მოითხოვს

“ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს გავაგრძელოთ უკრაინის სრულმასშტაბიანი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინისათვის” – ევროკავშირის ლიდერებმა, ფონ დერ ლაიენმა,  მიშელმა, სტოლტენბერგმა, იოგანისმა და სხვებმა-ბაიდენთან მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრეს

ფინეთმა უკრაინისადმი თავდაცვითი შეიარაღების ახალი მხარდაჭერის პაკეტის შესახებ განაცხადა

ფრანგული კომპანია “ანტონოვი” რამდენიმე ფრანგულ სამხედრო კონცერნთან ერთად უკრაინაში იაფფასიანი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას იწყებს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდასაჭერად ახალი მძლავრი ინსტიტუციის შექმნას და ამ მიზნით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა-18 მილიარდი ამ თანხიდან უკვე მომდევნო წელს გამოეყოფა უკრაინას, რომელიც მოხმარდება საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას, სოციალურ დახმარებებს, ექიმებისა და პედაგოგების ხელფასებს.

ჩეხეთი მოითხოვს უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების სასწრაფოდ დაწყებას-პრაღა მიიჩნევს რომ ეს მოლაპარაკებები მინიმუმ ახლა-შემოდგომაზე უნდა დაიწყოს-მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისში

პოლონეთმა და უკრაინამ ხორბლის დერეფანტან დაკავშირებით კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს-ლიეტუვის პორტ კლაიპედაში უკრაინული ხორბალი პოლონეთის გავლით ცავა, ტვირთის სრულ კონტროლზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ლიეტუვის მხარე იღებს

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share