ხანმოკლე წვიმა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 8 ოქტომბერს

არემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ოქტომბერს,  კვირას მოსალოდნელია:

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13  მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +23,+28°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით  0, +5°, დღისით +16, +21°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით  +20, +25°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +19, +24°;  მაღალმთაში ღამით -1,  +4°, დღისით +13, +18°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტესად

უნალექოდ. ღამით ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:ღამით +11, დღისით +25°.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share