ოზურგეთელი პადაგოგები განათლების მინისტრის შემდეგ პრემიერს მიმართავენ

ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგები, განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის შემდეგ, ქვეყნის პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ.

“გურიის მოამბესათვის” ცნობილი ხდება, რომ პედაგოგება პრემიერს განცხადებით, მიმდინარე კვირის პარასკევს მიმართეს.

მიმართვის ტექსტი და თავისთავად მოთხოვნები ჩვენთვის უცნობია, თუმცა როგორც არაოფიციალურ საუბრებში აცხადებენ “მიმართვა უფრო მკაცრია ვიდრე წინა მიმართვა განათლების მინისტრისადმი”.

ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ სკოლაში ხვალიდან სასწავლო პროცესები არ შეწყდება, თუმცა, დიდი ალბათობით საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი, განათლების მინისტრის მსგავსად პედაგოგების მოთხოვნას ყურადღების გარეშე დატოვებს”.

“ჩვენ  პიროვნულად არავის წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ ვითხოვთ ახსნა განმარტებას რატომ ჩამოაშორეს ბატონი ტარიელ კალანდაძე სკოლის ხელმძღვანელობას, უფრო სწორად, რატომ წაართვეს მას, მისთვის კანონით მინიჭებული უფლება – მეორე ვადით ეყარა კენჭი სკოლის დირექტორის პოსტზე” აცხადებენ პედაგოგები.

ცნობისათვის, რამდენიმე დღეში. ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორი უნდა აერჩიათ. სკოლის  სამეურვეო საბჭოს არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ – ტარიელ კალანდაძე და ხათუნა ლომთაძე (ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).

თუმცა განათლების სამინისტრომ, სპეციალური განკარგულებით, ტარიელ კალანდაძეს კენჭისყრის უფლება ჩამოართვა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

ამ გადაწყვეტილებას ადგილზე დიდი პროტესტი მოყვა,

პედაგოგიურმა კოლექტივმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა მიმდინარე კვირის პარასკევს, სკოლის წინ ხალხმრავალი მიტინგიც გამართეს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share